ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ჩაბრუნებული ფრჩხილის და ბეწვის სამკურნალო მალამო

ფრჩხილის და ბეწვის ჩაბრუნების სამკურნალო მალამო

40 - გრამი

19.00 - ლარი

მალამო მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში როგორც არის ფოტოზე. მისი შენახვის ვადა არის 2 თვე. მალამო წარმოადგენს სამაცივრე პროდუქტს, ამიტომ ის უნდა შეინახოთ მაცივარში. პროდუქტი მოგეწოდებათ მუდვიმად ახალი, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 თვე.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

მალამო შექმნილია ქალბატონი ნუნუ ალადაშვილის მიერ. გასული საუკუნის 70 წლებში. ქალბატონი ნუნუ მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში და იყო პროფესიონალი ფარმაცევტი. თავისი გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით, მან შექმნა ძალიან ეფექტური მალამო რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივ და მცენარეულ ინგრედიენტებზე. ქალბატონმა ნუნუმ თავისი 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილძე განკურნა არა ერთი ავადმყოფი. მან მალამოსთან ერთად შექმნა მკურნალობის მეთოდებიც. სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ნუნუ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცა თავის შთამომავლებს, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ ადამიანების საკეთილდღეოდ.

ჩაბრუნებული ფრჩხილის და ბეწვის სამკურნალო მალამო დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ამ არასასიამოვნო და მტკივნეულ პრობლემას. ეს მალამო საკმაოდ ეფექტურად ამარცხებს ამ დაავადებას, მის ეფექტურობას ამტკიცებს უამრავი მადლიერი პაციენტი, ვინც მისი დახმარებით მოიგვარა ეს პრობლემა. თუ თქვენც გაწუხებთ ეს პრობლემა. ეს სამკურნალო საშუალება დიდ დახმარებას აღმოგიჩენთ და მოგიგვარებთ როგორც ფრჩხილის ჩაბრუნებას ასევე ბეწვის ჩაბრუნებას. ასევე თუ ამ დაავადების მიმართ ხართ მიდრეკილი მისი გამოყენება პროფილაქტიკის მიზნითაც რეკომენდირებულია. ამ მალამოს მეშვეობით ჩაბრუნებული ფრჩხილის და ბეწვის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციის გარეშე.

მალამოს ჩვენება:

  • ასუფთავებს და იცავს ფრჩხილს ინფექციებისგან (ფრჩხილის სოკოსგანაც).
  • ასუფთავებს ჩირქოვანი გამონადენისგან.
  • აღადგენს და უბრუნებს ფრჩხილს საწყის ფორმას.
  • ხსნის ჩაბრუნებული ბეწვის დახურულ არხს და საშუალებას აძლევს დაუბრუნდეს ბუნებრის მდგომარეობას.
  • ამ მკურნალობის შედეგად აღარ დაგჭირდებათ ქირურგიული ჩარევა.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს მკვდარ უჯრდედებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის და შეხორცებით პროცესს.

გამოყენების წესი

მალამოთი გაჟღენთილი სტერილური დოლბანდი დააფარეთ ჩაბრუნებული ფრჩხილის ან ბეწვის ზედაპირს. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობა დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი), ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ.

უკუჩვენება

მალამოში შემავალი ბუნებრიბვი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.