ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ასკილის მშრალი ნაყოფი – Плоды шиповника – Rosa canina

ასკილის ნაყოფი

200 - გრამი

14.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ასკილის მშრალი ნაყოფი – Плоды шиповника – Rosa canina. ასკილი მიეკუთვნება ვარდისებრთა ბუჩქოვან მცენარეთა ოჯახს. ასკილის ბუჩქი საკმაოდ მიმზიდველი მცერეა განსაკუთრებით როდესაც ის ყვავის. ხოლო შემდეგ მისი ლამაზი ყვავილები იცვლება მშვენიერი ნაყოფით რომელიც შეიცავს მრავალ საკვებ და სასარგებლო ნივთიერებას. ბუჩქის ტოტები ეკლენია რაც ართულებს მისი ნაყოფის მოკრეფას. ხოლო მისი ნაყოფი ისეთია როგორსაც ხედავთ სურათზე.

შემადგენლობა

ასკილის ნაყოფის შემადგენლობაში შედის: შაქრები, პექტინური ნივთიერებები, ვაშლის და ლიმონის მჟავები. კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმის მარილები. აგრეთვე მდიდარია ვიტამინებით. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ასკილი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს.

გამოყენება

ასკილი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. ასკილის გამოყენების ისტორია საკმაოდ დიდია. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო მას უკვე დიდი ხანია რაც, იყენებენ ადამიანები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ასკილის ნაყოფი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • სურავანდი (C ვიტამინის ნაკლებობა).
  • კუჭის, თირკმელების, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  • ნეფრიტი.
  • პნევმონია.
  • სამრეწველო შხამებით მოწამვლა.
  • წყლულები.
  • დიდი ხნის შეუხორცებელი ჭრილობები.
  • ქოლეცისტიტი.
  • ჰეპატიტი.
  • კუჭ-ნაჭლავის დაავადებები.
  • არის კარგი ნაღველმდენი.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნახარში
1 ს.კ. ასკილის ნაყოფს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 15 წთ - ის შემდეგ გადადგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დღეში 2 - ჯერ ჭამის წინ.

უკუჩვენება

ასკილი იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავების შეფერხებას, ამიტომ აკონტროლეთ შაქარი სისხლში.

ასევე იხილეთ

ასკილის ფესვები