ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

სააფთიაქო გვირილა – Ромашка аптечная – Matricaria Chamomilla

სააფთიაქო გვირილა

100 - გრამი

12.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

სააფთიაქო გვირილა – Ромашка аптечная – Matricaria Chamomilla. გვირილა არის ერთწლიანი სამკურნალო ბალახოვანი მცენარე. მისი სიმაღლე აღწევს 35 სმ. ღერო აქვს სწორმდგომი, ხოლო ფოთლები ღეროზე მონაცვლეობით არის განლაგებული. მისი ყვავილი მოცემული ფოტოზე. ყვავილობს მთელი ზაფხულის განმავლობაში.

შემადგენლობა

გვირილას ყვავილის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, ხამაზულინი, ტერპენი, სესკვიტეპენი, კადინენი, ცილები, მწარე ნივთიერებები, ფისები, კუმარინები. მჟავები: ნიკოტინის, სილიცილის, ასკორბინის და სხვა. ასევე გლიკოზიდები.

გამოყენება

გვირილა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ყვავილი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მას მრავალი დადებითი თვისება ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია. ყვავილი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

გვირილა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:

  • ქრონიკული სპასტიკური კოლიტი, მუცლის ძლიერი ტკივილი.
  • ანალური ეროზიები, ბუასილი, პარაპროქტიტი, ბუასილური კვანძების ანთება.
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ენტერიტი, გულძმარვა, მეტეორიზმი, გასტრიტი, მაღალი მჟავიანობა, ურეთრიტი.
  • პიელონეფრიტი, ცისტიტი, ღვიძლის ანთება, თირკმლის ანთება, ნაღველის ბუშტის ანთება.
  • ანგინა, ლარინგიტი, წყლულები პირის ღრუში, გინგივიტი, სტომატიტი, ცუდი სუნი პირიდან.
  • ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, თვალის დაღლილობა, თვალში ქვიშის შეგრძნება.
  • საშვილოსნოდან სისხლდენა, არარეგულარული მენსტრუაცია, მტკივნეული მენსტრუაცია.
  • აბსცესი, აკნე, სებორეა, დერმატიტი, წყლულები კანზე, ფურუნკულოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი, გაღიზიანება, ნაოჭები და გამონაყარი.
  • თმის ცვენა, ქერტლი.
  • ოფლიანობა.
  • რადიაციული ავადმყოფობა (დასხივება).
  • უძილობა.
  • მომატებული ნერვული აგზნებადობა.
  • შაკიკი, თავის ტკივილი.
  • კრუნჩხვები.
  • პოდაგრა.
  • რევმატიზმი.
  • ტრავმები.

ფარმოკოლოგიური თვისებები: მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლის გამოყოფის მასტიმულირებელი, სპაზმოლიტური საშუალება.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ გვირილას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

თავის ტკივილი.
3 ს.კ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 100 მლ 70% სპირტი. 10 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 10 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. მიიღეთ 10 წვეთი ყოველდღე.

შაკიკი.
15 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 45 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კრუნჩხვები, მომატებული ნერვული აგზნებადობა, უძილობა.
1 ს.კ მშრალ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

არარეგულარული მენსტრუაცია, მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოს სისხლდენა.
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 100 მლ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 40 წუთით ადრე.

რადიაციული ავადმყოფობა (დასხივება).
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დაადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით და გააჩერეთ გაგრილებამდე. გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

პიელონეფრიტი, ცისტიტი, ღვიძლის ანთება, თირკმლის ანთება, ნაღველის ბუშტის ანთება.
1 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ენტერიტი, გულძმარვა, მეტეორიზმი, გასტრიტი მაღალი მჟავიანობა, კოლიტი, ურეთრიტი.
1 დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ უცებ 200 მლ. მოდუნდით და დაწექით ზურგზე 5 წუთით, შემდეგ 5 წუთი მაეცხენა გვერდზე, მერე 5 წუთი მუცელზე და ბოლოს 5 წუთი მარჯვენა გვერდზე.

ლარინგიტი, წყლულები პირის ღრუში, გინგივიტი, სტომატიტი, ცუდი სუნი პირიდან.
1 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში და პირის ღრუში დრეში 4-ჯერ.

კანის: გაღიზიანება, ნაოჭები და გამონაყარი.
200 გრ მშრალ ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ გაგრილებამდე და დაიბანეთ სახე დღეში 3-ჯერ.

თვალის: კონიუქტივიტი, დაღლილობა, ქვიშის შეგრძნება.
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ თერმოსში 1 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიღებულ ნაყენში დალბობილი ტამპონით მოიბანეთ თვალები დღეში 2-5-ჯერ.

თმის ცვენა, ქერტლი.
30 გრ. გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დააყენეთ 1 სთ. მიღებული ნახარში გადაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ.

ბუასილი, სებორეა, დერმატიტი, პოდაგრა, წყლულები კანზე, ფურუნკულოზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი.
3 ს.კ გვირილას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ, კარგად დაალბეთ დოლბანდის ნაჭერი მიღებულ ნაყენში და დაიდეთ პრობლემურ ადგილზე 30-60 წუთის განმავლობაში.

მიკრო ოყნები: მწვავე ვაგინიტი, ვულვიტი, ეროზიები.
3 ს.კ გვირილას ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 4 სთ და გაწურეთ სამპირ დოლბანდში. მიღებულ ნაყენით გაიკეთეთ მიკრო ოყნა (20 გრმიანი შპრიცით ნემსის გარეშე, ან სპეციალური ოყნით) და დაიბანეთ დღეში 2-ჯერ.

სპასტიური ყაზბობა, ანალური ეროზიები, ბუასილი.
2 ს.კ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 12 საათი, გადაწურეთ და მიღებული ნაყენით გაიკეთეთ მცირე ოყნა ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ.

უკუჩვენება

გვირილის გადაჭარბებულმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა და კუნთების ტონუსის დაწევა. არ გამოიყენოთ დიარეის დროს, კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს.