ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ფურუნკულის - ძირმაგარას სამკურნალო მალამო

ფურუნკულის - ძირმაგარას სამკურნალო მალამო

40 - გრამი

19.00 - ლარი

მალამო მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში როგორც არის ფოტოზე. მისი შენახვის ვადა არის 2 თვე. მალამო წარმოადგენს სამაცივრე პროდუქტს, ამიტომ ის უნდა შეინახოთ მაცივარში. პროდუქტი მოგეწოდებათ მუდვიმად ახალი, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 თვე.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

მალამო შექმნილია ქალბატონი ნუნუ ალადაშვილის მიერ. გასული საუკუნის 70 წლებში. ქალბატონი ნუნუ მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში და იყო პროფესიონალი ფარმაცევტი. თავისი გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით, მან შექმნა ძალიან ეფექტური მალამო რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივ და მცენარეულ ინგრედიენტებზე. ქალბატონმა ნუნუმ თავისი 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილძე განკურნა არა ერთი ავადმყოფი. მან მალამოსთან ერთად შექმნა მკურნალობის მეთოდებიც. სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ნუნუ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცა თავის შთამომავლებს, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ ადამიანების საკეთილდღეოდ.

ფურუნკულების (ძირმაგარა) სამკურნალო მალამო დამზადებულია ბუნებრივ ინგრდიენტებზე. ის ეფექტურად ებრძვის ამ არასასიამოვნო დაავადებას, ამას ამტკიცებს 40 წლიანი პრაქტიკა და უამრავი განკურნებული და მადლიერი ადამიანი. თუ თქვენ გაწუხებთ ეს პრობლემა ის სწრაფად და ეფექტურად მოგაშორებთ ამ დაავადებას.

მალამოს ჩვენება:

  • ყველა სახის ფურუნკული.
  • ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან.
  • გამოჰყავს ჩირქოვანი ნადებები ქსოვილიდან.
  • აღადგენს დაზიანებულ კანის ქსოვილს.
  • აცხრობს შეშუპებას, ანთებით პროცესებს და სიწილეს.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს მკვდარ უჯრდედებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის და შეხორცებით პროცესს.

გამოყენების წესი

მალამოთი გაჟღენთილი სტერილური დოლბანდი დააფარეთ ჭრილობის ზედაპირს. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობა დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი), ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ.

უკუჩვენება

მალამოში შემავალი ბუნებრიბვი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.