ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

მასტიტის სამკურნალო მალამო

მასტიტის სამკურნალო მალამო

40 - გრამი

19.00 - ლარი

მალამო მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში როგორც არის ფოტოზე. მისი შენახვის ვადა არის 2 თვე. მალამო წარმოადგენს სამაცივრე პროდუქტს, ამიტომ ის უნდა შეინახოთ მაცივარში. პროდუქტი მოგეწოდებათ მუდვიმად ახალი, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 თვე.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

მალამო შექმნილია ქალბატონი ნუნუ ალადაშვილის მიერ. გასული საუკუნის 70 წლებში. ქალბატონი ნუნუ მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში და იყო პროფესიონალი ფარმაცევტი. თავისი გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით, მან შექმნა ძალიან ეფექტური მალამო რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივ და მცენარეულ ინგრედიენტებზე. ქალბატონმა ნუნუმ თავისი 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილძე განკურნა არა ერთი ავადმყოფი. მან მალამოსთან ერთად შექმნა მკურნალობის მეთოდებიც. სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ნუნუ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცა თავის შთამომავლებს, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ ადამიანების საკეთილდღეოდ.

მასტიტის (ძუძუს ქსოვილების ანთება) სამკურნალო მალამო. ლაქტაციის პერიოდში ხანდახან იქმნება მასტიტთან დაკავშირებული პრობლემები. ის გამოიხატება სარძევე ჯირკვლის შესიებით და ანთების მიდამოში კანის შეწითლებით. თანმდევი სიმპტომებია: მკერდის ტკივილი და წვის შეგრძნება, ასევე მაღალი სიცხე. ამ დაავადებას იწვევს ბაქტერია რომელიც სარძევე ჯირკვალში აღწევს გარედან. ხდება სარძევე სადინარების დახშობა, რის შედეგადაც რძე ბოლომდე აღარ იცლება და რჩება ძუძუში. ეს მალამო საკმაოდ ეფექტურად ამარცხებს ამ დაავადებას. მისი ეფექტურობა უკვე 40 წელზე მეტია რაც ცნობილია ბევრი ადამიანისთვის.

მალამოს ჩვენება:

  • ეფექტურად ხსნის დახშულ სადინარებს.
  • ხსნის ტკივილს და წვის შეგრძნებას.
  • აცხრობს ანთებას.
  • ასევე გამოიყენება დახეთქილი ძუძუსთავების შესახორცებლად.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს მკვდარ უჯრდედებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის და შეხორცებით პროცესს.

გამოყენების წესი

მალამო უნდა წაისვათ მკერდის გამაგრებულ ადგილზე და ზემოდან დაიფინოთ სტერილური დოლბანდი. პროცედურა უნდა გაიმეოროთ დღეში 2-ჯერ. უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი ეფექტის მისაღწევად აუცილებელია მკერდის სპეციალური მასაჟის გაკეთება. ორივე ერთად იძლევა სწრაფ და გარანტირებულ შედეგს.

უკუჩვენება

მალამოში შემავალი ბუნებრიბვი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.