ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ბარამბო

ბარამბო - მელისა

100 - გრამი

13.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ბარამბო მელისა – Мелисса лекарственная – Melissa officinalis. ბარამბო არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ის იზრდება მომცრო ბუჩქის სახით 80-120 სმ. აქვს ძლიერად დატოტვილი ფესურა. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული რომელთა ფორმაც კვერცხისებური და დაკბილულია. ყვავილობს ზაფხულის განმავლობაში და იკეთებს ნყოფს რომელიც 4 კაკლისგან შედგება. ბარამბოს აქვს ძლიერი ლიმონის სუნი რითაც ის ადვილად გამოირჩევა ტუჩოსანთა ოჯახის სხვა მცენარეებისგან.

შემადგენლობა

ბარამბოს ფოთლის და ღეროს შემადგენლობაში შედის: ასკორბინის მჟავა, მთრიმლავი ნივთიერებები. ასევე: კალიუმი, რკინა, მანგანუმი, ქრომი, ვოლფრამი და სხვა.

გამოყენება

ბარამბო იგივე მელისა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფოთლებიც და ღეროც დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მის სამკურნალო ეფექტს განაპირობებს მისი ქიმიური შემადგენლობა. ფოთოლიც და ღეროც გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

ბარამბო გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • გლუვი კუნთების სპაზმი.
  • ძლიერი ნერვული აღგზნებადობა.
  • სხვადასხვა წარმოშობის ნევროზი.
  • ყველა სახის ნერვული დაავადება.
  • შიშები.
  • დეპრესია.
  • ისტერია.
  • იპოქონდრია.
  • უძილობა.
  • მტკივნეული მცირესისხლიანი მენსტრუაცია.
  • თავის ტკივილი, შაკიკი.
  • კუჭის ტკივილი.
  • კუჭის ნევროზი.
  • ანემია.
  • ათეროსკლეროზი.
  • ქოლეცისტიტი.
  • კენჭები ნაღვლის ბუშტში.
  • ორსულობის დროს გამოწვეული გულისრევა.
  • ლაქტაციის გამაძლიერებელი.
  • პოდაგრა.
  • ართრიტი.
  • არტერიული მომატებული წნევა.
  • ფურუნკულოზი.
  • ასთმა.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ჭიის საწინააღმდეგო, საგულე საშუალება.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ ბარამბოს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნერვული დაავადებები, კუჭის ნევროზი, შიშები, დეპრესია.
1 ს.კ დაქუცმაცებულ მელისას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 45 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
15 გრ ბარამბოს დაასახით 200 მლ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კუჭ-ნაწლავის დაავადება, მუცლის შებერილობა.
10 გრ მელისას დაასხით 100 მლ 70% სპირტი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 15 წვეთი დღეში 3-ჯერ.

უძილობა, ნერვული აგზნებულობა, ამაღლებული არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ფურუნკულოზი, პოდაგრა, პოლიართრიტი.
50 გრ მელისას დაასხით 200 მლ 70% სპირტი და გააჩერეთ ბნელ ადგილას 14 დღის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბუასილი, კუჭშეკრულობა.
1 ჩ.კ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააგრილეთ გადაწურეთ და გამოიყენეთ ოყნის სახით.

კრუნჩხვა, იპოქონდრია, გაძლიერებული გულისცემა.
2-4 გრამი წმინდად დაფქვილი ბარამბოს ფხვნილი გამოიყენეთ დღეში ერთჯერ ჭამის დროს.

მიოზიტი, ართრიტი, სისხლჩაქცევები, გამონაყარი კანზე, დაჟეჟილობა, წყლულები.
4 ს.კ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 30 წუთის განმავლობაში. გაწურეთ და დაიდეთ საფენების სახით კანის დაზიანებულ ადგილზე.

შაკიკი, თავის ტკივილი.
4 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

არითმია.
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

სტენოკარდია.
1 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დღეში 2-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

ასთმა.
4 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათი. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

თირკმლის კოლიკები.
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

მომატებული სექსუალური აგზნება, მტკივნეული მენსტრუაცია, კლიმაქსური ნევროზი.
1 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათი. მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წთ ადრე.

უკუჩვენება

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. არტერიული ჰიპოტენზია.