ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ბაბუაწვერა – Одуванчик лекарственный – Taraxacum officinale.

ბაბუაწვერა

100 - გრამი

13.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ბაბუაწვერა – Одуванчик лекарственный – Taraxacum officinale. ბაბუაწვერა მრავალწლოვანი ძირითად ფესვიანი მცენარეა. ალბათ არ მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელიც არ იცნობს ამ მცენარეს. ის ადრეული გაზაფხულიდან გვიხარებს გულს თავისი ლამაზი ყვითელი ყვავილებით. მისი სილამაზის მიღმა იმალება ასევე მისი სასარგებლო თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე 30 სმ აღწევს.

შემადგენლობა

ბაბუაწვერას ფოთლების შემადგენლობაში შედის: ტარაქსანტინი, ფლავოქსანტინი, კაროტინები, კუმარინები, კაროტენოიდები – ვიტამინები: C, A, B2, E, PP, ქოლინი, საპონინები, ფისები, მარილები, მანგანუმი, რკინა, კალციუმი, ფოსფორი.

გამოყენება

ბაბუაწვერა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფოთლები და ყვავილები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი ქიმიური შემადგენლობა საკმაოდ მდიდარია, ამიტომ საკმაოდ ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფოთლები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

ბაბუაწვერას ფოთლები გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • ღვიძლის, თირკმელების, შარდგამომყვანი გზების ანთება.
  • ანემია.
  • ავიტამინოზი.
  • უმადობა.
  • გასტრიტი.

გამოიყენება როგორც: შარდმდენი და ამოსახველებელი.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ ბაბუაწვერას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ცხელი ნაყენი
აიღეთ 10 გრამი (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ხმელი ბაბუაწვერას ფოთლები, მოათავსეთ მინის ან ემალის ჭურჭელში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ. დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ანემია, ავიტანინოზი
1 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს და ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უკუჩვენება

კუჭის მომატებული მჟავიანობა, დიარეა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.