ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ასკილის მშრალი ფესვები – Корни шиповника – Rosa canina

ასკილის ფესვები

100 - გრამი

12.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ასკილის მშრალი ფესვები – Корни шиповника – Rosa canina. ასკილი მიეკუთვნება ვარდისებრთა ბუჩქოვან მცენარეთა ოჯახს. ასკილის ბუჩქი საკმაოდ მიმზიდველი მცერეა განსაკუთრებით როდესაც ის ყვავის. ხოლო შემდეგ მისი ლამაზი ყვავილები იცვლება მშვენიერი ნაყოფით რომელიც შეიცავს მრავალ საკვებ და სასარგებლო ნივთიერებას. ხოლო მისი ფესვები ისეთია როგორსაც ხედავთ სურათზე.

შემადგენლობა

ასკილის ფესვების შემადგენლობაში შედის: ასკორბინის მჟავას დიდი რაოდენობით, ეთერზეთები, ვიტამინები: E, B, K, P, PP, ასევე მინერალები: მაგ .

გამოყენება

ასკილი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. ასკილის გამოყენების ისტორია მკურნალობის მიზნით საკმაოდ დიდია. ასევე მისი გამოყენების ფართო სპექტრი განპირობებულია მისი მდიდარი ქიმიური შენადგენლობით.

ასკილის ფესვები გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • კენჭები თირკმელში.
  • კენჭები ნაღვლისბუშტში.
  • ავიტამინოზი.
  • ბრონქიალური ასთმა.
  • ათეროსკლეროზი.
  • თროფიკული წყლულები.
  • ჰეპატიტი.
  • კუჭ–ნაწლავის დაავადებები.
  • მადის დაქვეითება.
  • ფაღარათი.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი.
1 ს.კ დაქუცმაცებულ ასკილის ფესვებს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

კუჭ–ნაწლავის დაავადებება, მადის დაქვეითება, ფაღარათი
1 ს.კ. ასკილის ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. (400 მლ) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 15 წთ - ის შემდეგ გადადგით, გააგრილეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დღეში 4 - ჯერ, ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

ნაღვლის ბუშტში კენჭები, ცისტიტი.
2 ს.კ. ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჩ.ჭ. (200 მლ) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 20 წთ - ის შემდეგ გადადგით და შეფუთეთ, რომ გაგრილდება გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 4 - ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე. კურსის ხანდრძლივობა 7 დღე. 14 დღის შემდეგ კურსი გაიმეორეთ.

საშვილოსნოდან სისხლდენა
2 ს.კ. ასკილის ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. (400 მლ) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 15 წთ - ის შემდეგ გადადგით და შეფუთეთ, რომ გაგრილდება გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 4 - ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

თირკმელში და ნაღვლის სადინარებში კენჭება და ქვიშა.
2 ს.კ. ასკილის ფესვებს დაასხით 1 ჩ.ჭ. (200 მლ) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 10 წთ - ის შემდეგ გადადგით და 1 საათის შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჩ.ჭ. 3 - ჯერ დღეში ჭამის წინ 30 წუთით ადრე.

ათეროსკლეროზი და ჰიპერტონია
1 ს.კ. ასკილის ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. (400 მლ) მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 30 წთ. შემდეგ გადადგით და გააჩერეთ 5 საათი. გადაწურეთ და მიიღეთ 150 გრამი 3 - ჯერ დღეში ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

ჭარბი წონა
3 ს.კ. ასკილის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი თერმოსში. გააჩერეთ 12 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.

სახსრების რევმატიზმი, პოდაგრა
1 ჭიქა წვრილად დაქუცმაცებულ ასკილის ფესვებს დაასხით 1 ლიტრი არაყი. 3 კვირა გააჩერეთ ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ. გადაწურეთ, პირველი 3 დღე მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3 – ჯერ დღეში, ხოლო შემდეგ 1 სუფროს კოვზი 2 – ჯერ დღეში.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ თუ გაქვთ: კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მომატებული კუჭის მჟავიანობა, გულის უკმარისობა ან თრომბოფლებიტი.

ასევე იხილეთ

ასკილის ნაყოფი