ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

მწვანე აფთიაქის შესახებ

მწვანე აფთიაქი გთავაზობთ სამკურნალო მცენარეების ფართო ასორტიმენტს. ამ მცენარეების მოპოვებას ჩვენ ვანხორციელებთ მთელი საქართველოს მასშტაბით. სამკურნალო მცენარეების მოკრეფა და მოპოვება ხორციელდება მკაცრად განსაზღვრულ ვადებში და დროის იმ მონაკვეთებში, რომლებშიც ისინი ყველაზე დიდი დოზით შეიცავენ სამკურნალო ნივთიერებებს. ასევე მნიშვნელოვანია მათი მოკრეფა ადამიანებისგან და ცხოველებისგან მოშორებულ ტერიტორიებზე რათა მაქსიმალურად შენარჩუნებული იქნეს მცენარის ეკოლოგიური სისუფთავე.

საშრობი და საწყობი სადაც ვაშრობთ და ვინახავთ მცენარეებს მაქსიმალურად ზუსტად შეესაბამება იმ მოთხოვნებს რომელთა დაკმაყოფილებაც საჭიროა მცენარეში საკვები და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებისთვის. რაც გვეხმარება, რომ ჩვენი პროდუქციის მომხმარებელი მაქსიმალურად დაცული და კმაყოფილი იყოს ჩვენი მომსახურებით.

გარდა საქართველოში არსებული მცენარეებისა ჩვენ ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ მოგვეპოვებინა ისეთი მცენარეებიც, რომლებიც საქართველოში არ მოიპოვება. ამისთვის ჩვენ ვთანამშრობლობთ საზღვარგარეთ არსებულ სანდო და უკვე აპრობირებულ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც უკვე ათწლეულებია მუშაობენ ამ დარგში, და გააჩნიათ საკუთარი პლანტაციები სადაც მოჰყავთ სამკურნალო მცენარეები.

ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმ საკითხზე, რომ რაც შეიძლება მეტი სამკურნალო მცენარე შემოგთავაზოთ მსოფლიოს მცენარეული საგანძურიდან. ჩვენი პროდუქცია ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ თუ ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის სასურველი მცენარე ან ბუნებრივი ნივთიერება დაგვირეკეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და ჩვენი ოპერატორები დიდი სიამოვნებით გიპასუხებენ თქვენთვის საჭირო კითხვებზე.

მწვანე აფთიაქის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ჩვენი ვებ გვერდიდან ასევე ჩვენი ოპერატორებისგან. მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ აღნიშნულ მეილზე ან ტელეფონის ნომრებზე.