ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

დაფნის ფოთოლი – Лавр Благородный – Lauraceae Juss

დაფნის ფოთოლი

100 - გრამი

12.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

დაფნის ფოთოლი – Лавр Благородный – Lauraceae Juss. დაფნა არის მარადმწვანე ხე ან ბუჩქი. მისი სიმაღლე მერყეობს 6-8 მ. მისი ქერქის არის მუქი ნაცრისფერი. აქვს სპეციფიკური სასიამოვნო სურნელი. დაფნის ხის ფოთლები მუქი მწვანეა და ბოლოში წვეტიანი როგორც სურათზეა ნაჩვენები. დაფნა არის სუნელი რომელიც გამოიყენება კულინარიაში. მას ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ალბათ ძალიან ცოტაა ისეთი მცენარე რომელსაც გამოყენების ასეთი ხანგრძლივი ისტორია გააჩნია.

შემადგენლობა

დაფნის ფოთლის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, ცინეოლი, 65 კომპონენტი მათ შორის რუტინი. კალიუმი, რკინა, სელენი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი. ასევე შეიცავს ვიტამინებს B, PP, A, C.

გამოყენება

დაფნა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფოთლები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო ის ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფოთოლი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

დაფნის ფოთოლი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • საერთო დამბლა.
  • სახის ნერვის დამბლა.
  • ღვიძლის და ელენთის სიმსივნე.
  • ყელის სიმსივნე.
  • კოლიტი.
  • სახსრების ტკივილი.
  • თავის და ყურის ტკივილი.
  • ღვიძლის ტკივილი.
  • რევმატული ართრიტი.
  • ნიკრისის ქარი.
  • სპასტიკური ტკივილი შაქრიანი დიაბეტის დროს.
  • სუსტი იმუნიტეტი.
  • უმადობა.
  • უძილობა.
  • მაღალი შაქარი სისხლში.
  • ბუასილი.
  • ოსტეოქონდროზი.
  • ფაორიაზი.
  • ცისტიტი.
  • სპაზმები.
  • ფეხის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი.

ფარმოკოლოგიური თვისებები: დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, მადეზინფიცირებელი, ანთების საწინააღმდეგო.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ყელის სიმსივნე
2 ჩ.ჭ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ლ 70% სპირტი. 14 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3 - ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

დიაბეტი
10 ცალ მშრალ დაფნის ფოთოლს დაასხით 600 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში. მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ 3-ჯერ დღეში.

სპაზმები
5 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 3 საათის განმავლობაში თერმოსში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 12 საათის განმავლობაში პატარ-პატარა ყლუპებით. მიღების ხანგრძლივობა 2-3 დღე.

ფსორიაზი
10 მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ 1/2 ჩ.ჭ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ყურის დაავადებები
2 ს.კ მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 საათის განმავლობაში. ნაყენი გამოიყენება ყურის გამოსარეცხად, ან ყურში ჩასაწვეთებლად. ყურში უნდა ჩაიწვეთოთ დღეში მხოლოდ 1-ჯერ და ჩაწვეთების შემდეგ ყურში უნდა ჩაიდოთ ბამბის ტამპონი.

ბუასილი
25 მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 3 ლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 10 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 1-ჯერ დღეში.

თვალის დაავადება - კონიუქტივიტი
3 მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ გაგრილებამდე. გამოიყენეთ თვალზე საფენის სახით 20-30 წუთის განმავლობაში.

პოტენციის ამაღლება
1 მშრალ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ გაგრილებამდე. დალიეთ დღეში 1-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ფეხის ოფლიანობა და არასასიამოვნო სუნი
40 მშრალ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. მიღებულ ნაყენში გააჩერეთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში დღეში 1-ჯერ. კურსის ხანგრძლივობა 7 დღე. აუცილებლობის შემხვევაში კურსი გაიმეორეთ 10 დღის მერე.

ორგანიზმის ძლიერი გაწმენდა
10 მშრალ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. მიიღეთ 100 გრამი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 დღე.

სახსრები
5 გრ. დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაიტანეთ თერმოსში და გააჩერეთ 3-5 საათი. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ 100 გრამი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 დღე. შემდეგ დაისვენეთ 7 დღე და კურსი გაიმეორეთ.

ალერგია გამონაყარი კანზე
5 გრ. დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. დუღილის შემდეგ დაამატეთ წყალი რომ მიიღოთ ისევ 200 მლ. გამოიყენეთ ტამპონით წასასმელად დაზიანებულ კანზე. წასმის შემდეგ დააცადეთ ბოლომდე გაშრეს სითხე.

ცისტიტი
4 დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააჩერეთ 3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 1-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ინჰალაცია - ჰაიმორიტი და სურდო
1 ლიტრ წყალში ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში 10 დაფნის ფოთოლი. ინჰალაცია ჩაიტარეტ 5 წუთის განმავლობაში.

უკუჩვენება

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს, რადგან გამოიწვევს მოწამვლას. არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის დროსაც. ფრთხილად გამოიყენეთ თუ გაქვთ გულის, ღვიძლის და თირკმლის დაავადებები. არ გამოიყენოთ კუჭის და თორმრტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. იშვიათად აღინიშნება ალერგია.