ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ბაბუაწვერას მშრალი ფესვები – Корни одуванчика – Taraxacum officinale

ბაბუაწვერას მშრალი ფესვები

100 - გრამი

19.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ბაბუაწვერას მშრალი ფესვები – Корни одуванчика – Taraxacum officinale. ბაბუაწვერა მრავალწლოვანი ძირითად ფესვიანი მცენარეა. ალბათ არ მოიძებნება ისეთი ადამიანი რომელიც არ იცნობს ამ მცენარეს. ის ადრეული გაზაფხულიდან გვიხარებს გულს თავისი ლამაზი ყვითელი ყვავილებით. მისი სილამაზის მიღმა იმალება ასევე მისი სასარგებლო თვისებები. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმაღლე 30 სმ აღწევს.

შემადგენლობა

ბაბუაწვერას ფესვის შემადგენლობაში შედის: სესკირტერპენი ლაქტონები, ვიტამინები: A, B, C, D, ქოლინი, მინერალები

გამოყენება

ბაბუაწვერა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფესვები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო საკმაოდ ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფესვები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

ბაბუაწვერას ფესვები გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • კუჭშეკრულობა.
  • დიაბეტი.
  • თირკმლის ჭვალი.
  • ნიკრისის ქარი.
  • ეგზემა.
  • ფერისმჭამელები.
  • ათეროსკლეროზი.
  • გასტრიტი.
  • ანემია.
  • ჰიპო და ავიტამინოზი.
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
  • კუჭქვეშა ჯირკვალის დაავადება.
  • თავის ტკივილი.
  • უმადობა.
  • ბუასილი.
  • წყალმანკი.
  • ტუბერკულოზი.
  • ეგზემა.
  • ანორექსია.
  • მეტეორიზმი.
  • აკნე.
  • მაღალი ქოლესტერინი.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ნახარში
აიღეთ 10 გრამი (1 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ხმელი ბაბუაწვერას ფესვები, მოათავსეთ მინის ან ემალის ჭურჭელში და დაასხით 200 მილილიტრი ადუღებული (მდუღარე) წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 2 სთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 4 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მშრალად მიღება
დაფქვით ფესვი ფქვილის მდგომარეობამდე, და მიიღეთ 2 გრამი 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. დააყოლეთ წყალი.

საერთო რეცეპტი
5 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ღვიძლის სისმსივნე
1 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 20 წთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ბუასილი, ნაღვლის ბუშტის და სადინარების დაავადებები
2 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 8 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

ფილტვის ტუბერკულოზი
3 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე.

დიაბეტი
1 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შარდკენჭოვანი დაავადება
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 1 საათი და დაუმატეთ 3 ჩ.კ. თაფლი. მიიღეთ 200 მლ 4-ჯერ დღეში, თბილი სახით.

ჰეპატიტი
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ცივი ანადუღარი წყალი. დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 1 საათი, შემდეგ გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ქრონიკული გასტრიტი
6 გრამ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 სთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რევმატიზმი, პოდაგრა
1 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ 1 სთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩ.ჭ. 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ართრიტი
6 გრამ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წთ. გააჩერეთ 30 წთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უმადობა
2 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ანადუღარი ცივი წყალი. გააჩერეთ 8 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

კენჭები ნაღვლის ბუშტში და თირკმელებში
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 4 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

გასტრიტი, კოლიტი, ჰეპატიტი, ყაზბობა
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ ცივი წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7 წთ. გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა 3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ფურუნკულოზი, გამონაყარი, აკნე
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ცივი წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. გააჩერეთ 45 წთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჭიქა 3 ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნაწლავის ქრონიკული ატონია
1 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მლ ცივი წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 20 წთ. გააჩერეთ 1 სთ. გაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/3 ჭიქა 3 ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უკუჩვენება

კუჭის მომატებული მჟავიანობა, დიარეა, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.

ასევე იხილეთ

ბაბუაწვერა