ინტერნეტ მწვანე აფთიაქი
0.00
კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.
ანწლის ყვავილი – Цветки бузины травянистой – Sambucus herbacea. ანწლი არის ბალახოვანი მცენარე, ის არის მრავალწლანი მცენარე და სწორედ ამიტომ აღწევს ასეთ ზომებს. მისი სიმაღლე აღწევს 2 მეტრს. ანწლის ფოთოლი არის რთული აგებულების, მისი ყვავილი წვრილია და სურნელოვანი. ყვავილის ფერი მოყვითალო ან მოვარდისფროა. ყვავილობის შემდეგ უვითარდება მტევნის ფორმის ნაყოფი, შავი კენკრა. მცენარე გამოირჩევა სპეციფიკური მძაფრი სუნით.
ანწლის ყვავილის შემადგენლობაში შედის: შაქარი, ეთერზეთები, ამიგდალინი. მწარე გლიკოზიდები, რუტინი, ქოლინი, ვიტამინი C.
ანწლი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ყვავილი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. ყვავილი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
ანწლის ყვავილი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:
ფარმოკოლოგიური თვისებები: საფაღარათო, ოფლმდენი და ამოსახველებელი საშუალება. ანტი-ბაქტერიული. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ცხელი ნაყენი
1 ს.კ ანწლის ყვავილს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მცენარე შხამიანია, ყვავილი არ გამოიყენება ნედლი სახით, წამალი მზადდება მშრალი ყვავილებისგან. ასევე არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს, რადგან გამოიწვევს მოწამვლას.
ანწლის ფესვები