ინტერნეტ მწვანე აფთიაქი
0.00
კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.
ასკილის მშრალი ნაყოფი – Плоды шиповника – Rosa canina. ასკილი მიეკუთვნება ვარდისებრთა ბუჩქოვან მცენარეთა ოჯახს. ასკილის ბუჩქი საკმაოდ მიმზიდველი მცერეა განსაკუთრებით როდესაც ის ყვავის. ხოლო შემდეგ მისი ლამაზი ყვავილები იცვლება მშვენიერი ნაყოფით რომელიც შეიცავს მრავალ საკვებ და სასარგებლო ნივთიერებას. ბუჩქის ტოტები ეკლენია რაც ართულებს მისი ნაყოფის მოკრეფას. ხოლო მისი ნაყოფი ისეთია როგორსაც ხედავთ სურათზე.
ასკილის ნაყოფის შემადგენლობაში შედის: შაქრები, პექტინური ნივთიერებები, ვაშლის და ლიმონის მჟავები. კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმის მარილები. აგრეთვე მდიდარია ვიტამინებით. ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ასკილი წარმოადგენს ვიტამინების ბუნებრივ კონცენტრატს.
ასკილი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. ასკილის გამოყენების ისტორია საკმაოდ დიდია. მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო მას უკვე დიდი ხანია რაც, იყენებენ ადამიანები სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
ასკილის ნაყოფი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:
ცხელი ნაყენი
1 ს.კ დაქუცმაცებულ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ნახარში
1 ს.კ. ასკილის ნაყოფს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე, 15 წთ - ის შემდეგ გადადგით, გაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დღეში 2 - ჯერ ჭამის წინ.
ასკილი იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ინსულინის გამომუშავების შეფერხებას, ამიტომ აკონტროლეთ შაქარი სისხლში.
ასკილის ფესვები