ინტერნეტ მწვანე აფთიაქი
100 - გრამი
12.00 - ლარი
მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.
კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.
ევკალიპტის ფოთოლი – Эвкалипт – Eucalyptus. ევკალიპტი არის 150 მეტრის მარადმწვანე ხე. ხეს აქვს მოთეთრო მონაცრისფრო ქერქი. ფოთლების ნაცვლად ყოველწლიურად იცვლის ქერქს. მისი ფოთლები ტყავისებრია და ახალგაზრდა ტოტებზე ერმსნეთის მორდაპირე მხარეს არიან განლაგებული. აქვს სასიამოვნო სპეციფიკური სურნელი. მცენარეს აქვს ნაყოფი, ყვავილობას იწყებს ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე. ხე ძალიან შთამბეჭდავი სანახავია რადგან ძალიან ლამაზი და ბუმბერაზია.
ევკალიპტის ფოთლის შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, დიდი რაოდენობით ცინეოლი, ეთილის სპირტი, მთრიმლავი ნივთიერებები, ტანინები, მწარე ნივთიერებები, ფისი, ორგანული მჟავები. ასევე მაკრო ელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა. მიკრო ელემენტები: მანგანუმი, სპილენძი, თუთია, კობალტი, მოლიბდენი, ქრომი, ალუმინი, ბარიუმი, სელენი, ნიკელი, სტრონციუმი, ტყვია, იოდი, ბორი.
ევკალიპტი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მართალია ის არცთუ ისე დიდხანია რაც გამოიყენება, მაგრამ მან სწრაფად მოიპოვა თავისი საპატიო ადგილი სამკურნალო მცენარეთა სიაში. რადგან მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო ის ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფოთოლი გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.
ევკალიპტის ფოთოლი გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:
ფარმოკოლოგიური თვისებები: ძლიერი ანტისეპტიკი, ანთების საწინააღმდეგო,
ცხელი ნაყენი
1 ს.კ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მუცლის ტკივილი, გასტრიტი დაბალი მჟავიანობით, მწვავე რესპირატორული დაავადებები.
0 გრ. მშრალ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ. გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და დაამატეთ წყალი საწყის ოდენობამდე. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სპირტიანი ნაყენი: სასუნთქი გზების დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მწვავე დაავადებები, ხველა, ლარინგიტი, ტრაქეიტი, პლევრიტი, ფილტვის განგრენა, აბსცესი.
50 გრამ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 1 ლ 70% სპირტი. 14 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 14 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ 3 პირ დოლბანდში. ინჰალაციისთვის გამოიყენეთ 10-20 წვეთი 1 ჩ.ჭ. წყალზე. ხოლო შინაგანი მიღებისთვის: 15-20 წვეთი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
კომპრესები: ინფიციებული ჭრილობა, ფლეგმონები, აბსცესი, ჩირქოვანი მასტიტი, დამწვრობა, მოყინვა, რევმატიზმი, რადიკულიტი.
2 ს.კ მშრალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და გააჩერეთ თერმოსში 2 სთ.
გადაწურეთ და კარგან დასველებული სალფეტკით ან სხვა სატამპონე საშუალების გაიჩერეთ პრობლემურ ადგილზე 20-40 წუთი.
ინჰალაცია - ზედა სასუნთქი გზების დაავადებები: ბრონქიტი, ლარინგიტი, ფილტვის აბსცესი, ტრაქეიტი, ფარინგიტი.
20 ჩ.კ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ და გაიკეთეთ ინჰალაცია დღეში 2-ჯერ 3-10 წთ.
ქერტლი, თმის ცვენა.
30 გრ. მშრალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ თერმოსში 1 სთ. გადაწურეთ და გადაივლეთ თმებზე დაბანის შემდეგ.
მიკრო ოყნები: კოლპიტი, წყლულები, საშვილოსნოს ყელის ეროზია.
30 გრ. მშრალ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი. გადაწურეთ და გაიკეთეთ მიკრო ოყნები (20 გრმიანი შპრიცით ნემსის გარეშე, ან სპეციალური ოყნით) დღეში 2-ჯერ თბილი ნახარშით.
სავლები: ანგინა და სხვა ანთებითი პროცესები.
2 ს.კ მშრალ ევკალიპტის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2 სთ. დადაწურეთ და გამოივლეთ ყელში დღეში 3-5 ჯერ თბილი ნაყენით.
არ გამოიყენოთ 3 წლამდე ბავშვებში. ბრონქიალური ასთმა. თირკმელების დაავადება. ყივანახველა.