ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

თავშავა – Душица обыкновенная – Origanum vulgare

თავშავა

100 - გრამი

13.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

თავშავა – Душица обыкновенная – Origanum vulgare. არის ტუჩოსანთა ოჯახის, მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. მცენარის სიმაღლე მერყეობს 30-60 სმ. თავშავას კარგად დატოტვილი ფესვი აქვს. მისი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის საპირისპიროდ არის განლაგებული, ხოლო ფორმა კვერცხისებურია. აქვს წვრილი მუქი წითელი ან ვარდისფერი ყვავილები. ყვავილობის პერიოდია ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.

შემადგენლობა

თავშავას შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, თიმოლი, კორვალოლი, მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, სესკვიტერპენები, ტანინები, მწარე ნივთიერებები, ფიტონციდები და ა.შ.

გამოყენება

თავშავა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი მიწისზედა ნაწილი უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მას მრავალი დადებითი თვისება ახასიათებს, ამიტომ მისი გამოყენების სპექტრი საკმაოდ დიდია. ყვავილი, ღერო და ფოთლები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

თავშავა გამოიყენება ამ დაავადებების სამკურნალოდ და მათი პროფილაქტიკის მიზნით:

  • მშობიარობის შემდეგი სისხლდენა.
  • სუსტი ლაქტაცია.
  • კლიმაქსი ქალებში.
  • მტკივნეული მენსტრუაცია.
  • მენსტრუაციის დაგვიანება.
  • ეპილეფსია.
  • ნევროზი, ისტერია, უძილობა.
  • ნერვული მოშლილობა.
  • ძლიერი ნერვული აგზნება.
  • შაკიკი, თავის ტკივილი.
  • კუჭისა და ნაწლავების სპაზმი.
  • ჰიპო და ანაციდური გასტრიტი.
  • კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  • მეტეორიზმი.
  • ენტეროკოლიტი.
  • ნაწლავების ატონია.
  • უმადობა.
  • ბუასილი.
  • მშრალი ხველა.
  • ყივანახველა.
  • ბრონქიტი და ბრონქოექტაზი.
  • ბრონქული ასთმა.
  • ფილტვების ტუბერკულოზი.
  • რევმატიზმი.
  • რაქიტი ბავშვებში.
  • ფურუნკულოზი, აბსცესი, ეგზემა.
  • ძველი ჭრილობები.
  • ალერგია.
  • გამონაყარი კანზე, სურავანდი.
  • მაღალი სქესობრივი აღგზნება.
  • სიყვითლე.
  • გაცივება.
  • მწვავე რესპირატორული დაავადებები.
  • ჰიპერტონია.
  • სურდო, ჰერპესი.
  • კბილის ტკივილი.
  • ლიმფური კვანძების ანთება.
  • ქოლეცისტიტი.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ოფლმდენი, ძლიერი ანტიბაქტერიული, ცენტრალური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი, საძილე, ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და აძლიერებს პერესტალტიკას, ნაღველმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ თავშავას დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეპილეფსია, ნევროზი.
100 გრ. დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ 70% სპირტი. 7 დღის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას და პერიოდულად შეანჯღრიეთ. 7 დღის შემდეგ მიღებული ნაყენი გაწურეთ სამპირ დოლბანდში და მიიღეთ 1 ჩ.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.

საერთო რეცეპტი.
15 გრ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

უძილობა.
2 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ დაძინებამდე.

ყივანახველა, უმადობა კუჭ-ნაწლავის დაავადება, საერთო სისუსტე.
50 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 500 მლ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. დააყენეთ 10 სთ. და პერიოდულად შეანჯღრიეთ. შემდეგ ბალახი ამოიღეთ ჭურჭლიდან და კარგად ჩაწურეთ ზეთში, ხოლო მიღებული ზეთი გაწურეთ სამპირ დოლბანდში. გახსენით 3-5 წვეთი 1/2 ჩ.ჭ თბილ წყალში და ისე მიიღეთ დღეში ერთჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ანგინა.
2 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ ყვავილს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 20 წთ. შემდეგ გადაწურეთ და გამოივლეთ ყელში რაც შეიძლება ხშირად.

სქესობრივი მოუმწიფებლობა, გოგონები 14-16 წელი, მკერდის და სასქესო ორგანოს განუვითარებლობა.
1 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გადმოდგით გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ.ჭ თბილი სახით დღეში 1-ჯერ.

ნერვული დაძაბულობა, მაღალი სქესობრივი აღგზნებულობა, ნაწლავების ატონია, სიყვითლე, უმადობა.
2 ჩ.კ მშრალ დაქუცმაცებულ თავშავას დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 15-20 წთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ თბილი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გასტრიტი, კოლიტი, ბრონქიტი, ყივანახველა, გაცივება, ნერვული აღგზნებულობა, უმადობა.
20 გრ. დაქუცმაცებულ თავშვავას დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 2 სთ. თერმოსში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ დღეში 4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რაქიტი, სურავანდი, ეგზემა.
25 გრ. მშრალ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ 4 საათი თბილ ადგილას. გამოიყენეთ: საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით.

ეგზემა, ძველი ჭრილობები.
200 გრ მშრალ თავშავას დაასხით 2 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 40 წთ. გამოიყენეთ აბაზანებისთვის.

უკუჩვენება

არ გამოიყენოთ: კუჭის წვენის მომატებული სეკრეციის დროს. ორსულობის, დაქვეითებული პოტენციის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.