ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

აბზინდა მწარე – Полынь горькая – Artemisia absinthium

აბზინდა - მწარე

100 - გრამი

13.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

მწარე აბზინდა – Полынь горькая – Artemisia absinthium.
აბზინდა მიეკუთვნება მრავალწლიან მცენარეებს, ის არის ბალახოვანი მცენარე, მიეკუთვნება რთულყვავილოვანთა ოჯახს, მცენარისთვის დამახასიათებელია ძლიერი სპეციფიური სუნი და მწარე გემო. აბზინდას ყვავილები წვრილია და აქვთ ყვითელი ფერი, ხოლო ფოთლები ვერცხლისფერი შეფერილობისაა. მისი ფესვი არის მოკლე და ბოლოვდება დატოტვილი ფესურით.

შემადგენლობა

აბზინდას შემადგენლობაში შედის: ეთერზეთები, მწარე გლიკოზიდები, ფლავონები, მინერალური მარილები, ორგანული მჟავები, ასევე მთრიმლავი ნივთიერებები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი და ა.შ.

გამოყენება

მწარე აბზინდა მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. ამ მცენარის გამოყენების ისტორია საკმაოდ დიდია მისი მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო. ასევე მისი გამოყენების სპექტრიც საკმაოდ ფართოა.

აბზინდას იყენებენ ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • საჭმლის მონელების დარღვევა.
  • მაღალი მჟავიანობა.
  • მუცლის ჭრა.
  • გასტრიტი.
  • მეტეორიზმი.
  • ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  • ანემია.
  • მავნე მიკრო ორგანიზმები და პარაზიტები (ქლამიდიოზი, ტრიხომონადი, ტოქსოპლაზმები და ა. შ)
  • ჭიები (ჰელმინთოზი, ასკარიდოზი)
  • ნევროსთენია.
  • ანორექსია.
  • უძილობა.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ტკივილგამაყუჩებელი, ხსნის დაჭიმულობას და მსხვილი ნაწლავის სპაზმებს, ანთების საწინააღმდეგო.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ჩ.კ. აბზინდას და დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მავნე მიკრო ორგანიზმები და პარაზიტები
მრავალი ქრონიკული დაავადება გამოწვეულია პარაზიტების და მავნე მიკრო ორგანიზმების მიერ გამოყოფილი ეკოტოქსინებით. ქვემოთ მოყვანილია ორგანიზმის გასაწმენდი სქემა როელიც დაგეხმარებათ გაისუფთავოთ ორგანიზმი პარაზიტებისგან და აღიდგინოთ ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციები.

წმინდად დაფქვილი აბზინდა მიიღეთ მშრალად და დააყოლეთ წყალი შემდეგი სქემით:

  • 1 დღე: 1/14 ჩაის კოვზი.
  • 2 დღე: 2/14 ჩაის კოვზი.
  • 3 დღე: 3/14 ჩაის კოვზი.
  • 4 დღე: 4/14 ჩაის კოვზი.
  • 5 დღე: 5/14 ჩაის კოვზი.
  • 6 დღე: 6/14 ჩაის კოვზი.
  • 7 დღე: 7/14 ჩაის კოვზი.
  • 8 დღე: 8/14 ჩაის კოვზი.
  • 9 დღე: 9/14 ჩაის კოვზი.
  • 10 დღე: 10/14 ჩაის კოვზი.
  • 11 დღე: 11/14 ჩაის კოვზი.
  • 12 დღე: 12/14 ჩაის კოვზი.
  • 13 დღე: 13/14 ჩაის კოვზი.
  • 14 დღე: 1 ჩაის კოვზი.
  • 15, 16, 17, 18, 19 და 20 დღე: 1 ჩაის კოვზი.

შემდეგ კი კვირაში 1 ჩ.კ პროფილაქტიკის მიზნით.

უკუჩვენება

მცენარე შხამიანია! აბზინდას მიღებისას დაიცავით მკურნალობის ვადები და მიღების წესები. არ გამოიყენოთ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.