ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ჩირქოვანი ჭრილობების და ნაწოლების სამკურნალო მალამო

ჩირქოვანი ჭრილობების და ნაწოლების სამკურნალო მალამო

40 - გრამი

19.00 - ლარი

მალამო მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში როგორც არის ფოტოზე. მისი შენახვის ვადა არის 2 თვე. მალამო წარმოადგენს სამაცივრე პროდუქტს, ამიტომ ის უნდა შეინახოთ მაცივარში. პროდუქტი მოგეწოდებათ მუდვიმად ახალი, ამიტომ მისი გამოყენება შეგიძლიათ 2 თვე.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

მალამო შექმნილია ქალბატონი ნუნუ ალადაშვილის მიერ. გასული საუკუნის 70 წლებში. ქალბატონი ნუნუ მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში და იყო პროფესიონალი ფარმაცევტი. თავისი გამოცდილებისა და დაკვირვების წყალობით, მან შექმნა ძალიან ეფექტური მალამო რომელიც არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივ და მცენარეულ ინგრედიენტებზე. ქალბატონმა ნუნუმ თავისი 40 წლიანი მოღვაწეობის მანძილძე განკურნა არა ერთი ავადმყოფი. მან მალამოსთან ერთად შექმნა მკურნალობის მეთოდებიც. სამწუხაროდ დღეს ქალბატონი ნუნუ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გადასცა თავის შთამომავლებს, რასაც ისინი წარმატებით იყენებენ ადამიანების საკეთილდღეოდ.

ჩირქოვანი ჭრილობების და ნაწოლების სამკურნალო მალამო. ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული ეს სამკურნალო საშუალება, უკვე 4 ათეული წელია რაც დიდ დახმარებას უწევს ადამიანებს. ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა ამ მალამოს დახმარებით. ხშირად ხდება ოპერაციის შემდეგ ჭრილობების დაჩირქება რის შედეგადაც ძნელდება მათი შეხორცება. ხშირ შემთხვევაში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა. თუ თქვენ გაწუხებთ ეს პრობლემა ეს მალამო დაგეხმარებათ მოკლე პეროიდში თავი დააღწიოთ ამ არასასიამოვნო დაავადებას და დაუბრუნდეთ ჯანსაღ ცხოვრებას. ასევე თუ გაწუხებთ დიდი ხნის წოლის შედეგად, გაჩენილი ნაწოლები, ეს მალამო გაგიახლებთ კანის ქსოვილს. რათქმა უნდა განკურნების დრო დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შორს არის წასული დაავადება. თუმცა დადებითი შედეგები აღინიშნება გამოყენების 1-2 დღიდან.

მალამოს ჩვენება:

  • ყველა სახის ჭრილობა.
  • ძნელად შესახორცებელი ჭრილობები.
  • ჩირქოვანი ჭრილობები.
  • ნაწოლები: როგორც საწყის სტადიაში ასევე შორს წასული ღრმა ჭრილობები.

ფარმოკოლოგიური თვისებები: ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. აცილებს მკვდარ უჯრდედებს, ასუფთავებს ჭრილობას ჩირქოვანი ნადებებისგან, აჩქარებს ქსოვილის რეგენერაციის და შეხორცებით პროცესს.

გამოყენების წესი

მალამოთი გაჟღენთილი სტერილური დოლბანდი დააფარეთ ჭრილობის ზედაპირს. ღრმა ჭრილობების შემთხვევაში მალამო გამოიყენება ტამპონების სახით. ყოველი შეხვევის წინ ჭრილობა დაამუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით (მაგალითად: 3% წყალბადის ზეჟანგი), ნახვევის გამოცვლა რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ.

უკუჩვენება

მალამოში შემავალი ბუნებრიბვი ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.