ინტერნეტ მწვანე აფთიაქი

ანწლის მშრალი ფესვები – Корни бузины травянистой – Sambucus ebulus.

ანწლის ფესვები

100 - გრამი

15.00 - ლარი

მცენარე მოგროვებულია საქართველოში. - მშრალი მცენარე მოთავსებულია შეფუთვაში რომელზეც მითითებულია შენახვის ვადა და გამოყენების წესი.

კურიერული მომსახურება უფასოა.
პროდუქტი მოგეწოდებათ დარეკვიდან 3 დან 24 საათში.

პროდუქტის აღწერა

ანწლის მშრალი ფესვები – Корни бузины травянистой – Sambucus ebulus. ანწლი არის ბალახოვანი მცენარე, ის არის მრავალწლანი მცენარე და სწორედ ამიტომ აღწევს ასეთ ზომებს. მისი სიმაღლე აღწევს 2 მეტრს. ანწლის ფოთოლი არის რთული აგებულების, მისი ყვავილი წვრილია და სურნელოვანი. ყვავილის ფერი მოყვითალო ან მოთეთროა. ყვავილობის შემდეგ უვითარდება მტევნის ფორმის ნაყოფი, შავი კენკრა. მცენარე გამოირჩევა სპეციფიკური მძაფრი სუნით.

შემადგენლობა

ანწლის ფესვის შემადგენლობაში შედის: მწარე ნივთიერებები, საპონინები, ტანინები და ირიდიოდები.

გამოყენება

ანწლი მიეკუთვნება სამკურნალო მცენარეებს. მისი ფესვები უკვე დიდი ხანია ცნობილია თავისი სამკურნალო თვისებებით. მისი ქიმიური შემადგენლობა არცთუ ისე მდიდარია, მაგრამ მასში შემავალი ნივთიერებები საკმაოდ ძლიერ დადებით ეფექტს ახდენს ორგანიზმზე. ფესვები გამოიყენება როგორც პირდაპირი სახით, ასევე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში რაც ძალიან კარგ შედეგებს იძლევა.

ანწლის ფესვები გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიც არის:

  • თირკმელების და საშარდე გზების ანთება.
  • გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ნეფროლითიაზი, რომელსაც თან ახლავს ანთებითი მოვლენები.
  • თირკმლის დაავადებით გამოწვეული ასციტი.
  • პერიკარდიალური გამონაჟონი.
  • სხვადასხვა სახის შეშუპება.
  • სიმსივნე.
  • სარკომა.
  • დიაბეტი.

რეცეპტები

ცხელი ნაყენი
1 ს.კ მცენარეს დაასხით 1 ჩ.ჭ (200 მლ.) ადუღებული წყალი და გააჩერეთ 45 წთ. გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ცხელი ნახარში
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 3 ჩ.ჭ. (600 მლ.) მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წუთი. შემდეგ ნახარში გადმოდგით და დააცადეთ გაგრილდეს, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ.ჭ. დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

სპირტიანი ნაყენი
20 გრ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 100 მლ 70% სპირტი. გააჩერეთ ბნელ ადგილას 8 დღე. მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3 – ჯერ.

სიმსივნე (კიბო) სარკომა
1 ს.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 10 საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

დიაბეტი
2 ჩ.კ. მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი. გააჩერეთ 4 საათი. მიიღეთ 1–2 სუფრის კოვზი დღეში 3–5 ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

უკუჩვენება

მცენარე შხამიანია, ფესვი არ გამოიყენება ნედლი სახით, წამალი მზადდება მშრალი ფესვებისგან. ასევე არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს, რადგან გამოიწვევს მოწამვლას.

ასევე იხილეთ

ანწლის ყვავილი